ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კვირეული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

ღონისძიებები

6-11 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კვირეული გაიმართება.

კვირეული ყოველწლიურად დეკემბერში ეწყობა. მისი მიზანია სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური გაცვლა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვირეულის ფარგლებში არაერთ ღონისძიებას გამართავს.

ღონისძიებების განრიგი:

დოკუმენტური ფილმის „მე გადავცურე ენგური“ კინოჩვენება და დისკუსია

„მე გადავცურე ენგური“ ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, ანუნა ბუკიას დოკუმენტური ფილმია. ამბავი იმაზე, თუ როგორ აქრობს სახლისა და სიმშვიდის შეგრძნებას ადამიანებისთვის დაღად ქცეული ოკუპაცია.

ფილმში მოთხრობილია ნამდვილი ისტორიები იმ ბარიერებზე, რომელთა გადალახვაც ადამიანებს სახლში, აფხაზეთში, დასაბრუნებლად უწევთ. ზოგი ბარიერი ბუნებრივია, მაგალითად, მდინარე ენგური, ზოგიც – ხელოვნური, მაგალითად, რუსი სამხედროების მიერ შექმნილი მავთულხლართები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.

ფილმში მთხრობელი თავად რეჟისორია, რომელმაც 4 წლისამ ომში დაკარგა სახლი და ახლა ფარულად ცდილობს მის მოძებნას.

სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

ვრცელი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე: https://goo.gl/KN5oYw

დრო: 6 დეკემბერი, 17:00 -19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცე (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)

დასწრება თავისუფალია


ღია გაკვეთილი: „ადამიანის უფლებათა გაკვეთილი – ბოლოს და ბოლოს, სად იწყება ადამიანის უნივერსალური უფლებები?“

„ადამიანის უფლებათა გაკვეთილი – ბოლოს და ბოლოს, სად იწყება ადამიანის უნივერსალური უფლებები?“ ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის დაგეგმილი ღონისძიებაა, რომლის მიზანიც მათთვის ადამიანის ძირითადი უფლებების გაცნობაა.

ღონისძიებაზე მოსწავლეები შეძლებენ სამართლის სკოლის სტუდენტებთან ერთად განიხილონ ადამიანის სიცოცხლის, თავისუფალი გადაადგილების, სიტყვის თავისუფლების, განათლებისა და სხვა ძირითადი უფლებები, ისაუბრონ მათი დაცვის მნიშვნელობასა და დაცვის საშუალებებზე, დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები და ჩაერთონ დისკუსიაში.

ვრცელი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე: https://goo.gl/GPMnKu


დრო: 10 დეკემბერი, 16:00-18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზირი N32)

ღონისძიებაზე დასწრებას მოსწავლეების გარდა შეძლებენ დაინტერესებული სტუდენტებიც. ამისთვის სტუდენტებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლის კლინიკის გახსნა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID/PROLoG) პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა.

კლინიკის მისიაა სამართლებრივი ცოდნის შექმნა, გადაცემა, გამოყენება, სტუდენტებისთვის საკონსტიტუციო სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში სწავლების თეორიული, პრაქტიკული და საადვოკატო უნარ-ჩვევების გამომუშავება, იურიდიული აზროვნების განვითარება და ღირებულებების ჩამოყალიბება.

კლინიკა ორი მიმართულებით მუშაობს, ესენია: ადამიანის უფლებები და საკონსტიტუციო სამართალი. მისი მიზანია, გააღრმაოს სტუდენტებში ადამიანის უფლებების, როგორც უზენაესი ღირებულებების, პატივისცემა და ხელი შეუწყოს საკოსტიტუციო სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში სამართალწარმოების განვითარებას.

ვრცელი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე: https://goo.gl/UUcXmC


დრო: 11 დეკემბერი, 17:00-18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლისა კლინიკა (A410), ი. ჭავჭავაძის გამზირი N32.

დასწრება თავისუფალია.

ბანერები