ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ღია გაკვეთილი: „ადამიანის უფლებათა გაკვეთილი – სად იწყება ბოლოს და ბოლოს ადამიანის უნივერსალური უფლებები?

ღონისძიებები

სად იწყება, ბოლოს და ბოლოს, ადამიანის უნივერსალური უფლებები? მცირე ადგილებში, ჩვენი სახლების სიახლოვეს – ისე ახლოს და ისეთ პატარა ადგილებში, მსოფლიოს ვერც ერთ რუკაზე რომ ვერ მოიძებნება. მაგრამ ცალკეული ადამიანისთვის ეს მთელი სამყაროა; უბანი, რომელშიც იგი ცხოვრობს; სკოლა ან კოლეჯი, რომელშიც სწავლობს; ქარხანა, ფერმა ან დაწესებულება, სადაც მუშაობს. სწორედ ასეთ ადგილებში ეძიებს კაცი, ქალი თუ ბავშვი თანაბარ სამართლიანობას, თანაბარ შესაძლებლობებს, თანაბარ ღირსებას დისკრიმინაციის გარეშე. თუ ამ უფლებებს აქ არ ენიჭება საკმარისი მნიშვნელობა, მაშინ არც სხვაგან მიენიჭება. თუ მოქალაქეებმა შეთანხმებული ქმედებით არ განამყარეს ეს უფლებები თავიანთ სახლებთან ახლოს, მაშინ პროგრესის მოლოდინი დიდ სამყაროშიც ამაო იქნება.
ელენორა რუზველტი

„ადამიანის უფლებათა გაკვეთილი – ბოლოს და ბოლოს, სად იწყება ადამიანის უნივერსალური უფლებები?“ ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის დაგეგმილი ღონისძიებაა, რომლის მიზანიც მათთვის ადამიანის ძირითადი უფლებების გაცნობაა.

ღონისძიებაზე მოსწავლეები შეძლებენ სამართლის სკოლის სტუდენტებთან ერთად განიხლონ ადამიანის სიცოცხლის, თავისუფალი გადაადგილების, სიტყვის თავისუფლების, განათლებისა და სხვა ძირითადი უფლებები, ისაუბრონ მათი დაცვის მნიშვნელობასა და დაცვის საშუალებებზე, დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები და ჩაერთონ დისკუსიაში.

ღონისძიება 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, გაიმართება.
ღონისძიების დასასრულს მონაწილეები შეძლებენ ნახონ მურალი (კედლის მხატვრობა) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის ავტორის, ელენორ რუზველტის გამოსახულებით, რომელიც ილიაუნისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Truth Hounds-ის თანამშრომლობით ილიაუნის ერთ-ერთ კედელზე მოიხატა, და გაიგონ უფრო მეტი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციაზე, რომელსაც 2018 წელს 70 წელი უსრულდება.
მათ ასევე დაურიგდებათ ჩანთები ამავე მურალის გამოსახულებით.

თემები და სპიკერები:

სიცოცხლის უფლება – თამარ კაპანაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების მკვლევარი;

განათლების უფლება – მარიამ მელქაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების მკვლევარი;


სიტყვის თავისუფლება – ნანო ლიპარტია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი;

რა უნდა ვიცოდეთ ჩვენს უფლებებზე პოლიციასთან ურთიერთობისას – მარიამ ჯიქია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი;

ადამიანები შეზღუდული შესაძლებლობებით – ხათუნა ცენტერაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი;

ადამიანის ძირითადი უფლებები სასკოლო პროგრამის ლიტერატურულ ნაწარმოებებში – ფოკი ფაჩულია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი;

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები: თამარ გურჩიანი და ვახუშტი მენაბდე

 

დრო:10 დეკემბერი, 16:00-18:00 საათი

ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის N32)

ღონისძიებაზე დასწრებას მოსწავლეების გარდა შეძლებენ დაინტერესებული სტუდენტებიც. ამისთვის საჭიროა სტუდენტებმა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.

*სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ყოველწლიურად დეკემბერში იმართება. მისი მიზანი სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლაა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ კვირეულის სრული განრიგი.

ბანერები