


ვერბალური ქცევის შეფასება აუტიზმის სპექტრისა და განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებში
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გიწვევთ უნივერსიტეტის მიერ აკრედიტებულ 2-კრედიტიან (21 საკონტაქტო საათი) პროგრამაზე „ვერბალური ქცევის შეფასება აუტიზმის სპექტრისა და განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებში”.
ტრენინგი განკუთვნილია:
- ქცევითი თერაპევტებისთვის
- ადრეული ინტერვენციის სპეციალისტებისთვის
- ენისა და მეტყველების განვითარების სპეციალისტებისთვის
ტრენინგის მონაწილეები:
- გაეცნობიან ვერბალური ქცევის ეტაპების შეფასებისა და პროგრამების შედგენის ინსტრუმენტ VB-MAPP-ს (Verbal Behavior – Milestones Assessment and Placement Program);
- ისწავლიან ამ ინსტრუმენტით ბავშვის შეფასებას;
- შეფასების მონაცემებზე დაყრდნობით შეძლებენ ინდივიდუალური განმავითარებელი პროგრამის შემუშავებას.
ტრენერები:
- თამარ გვალია - ბორდის მიერ სერტიფიცირებული ქცევითი ანალიტიკოსი (BCBA), საერთაშორისო ქცევითი ანალიტიკოსი (IBA), ფსიქოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი;
- მარიამ გოჩაშვილი - სოციალური მეცნიერებების, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრი; სასერტიფიკატო პროგრამა „ქცევის ანალიტიკოსის მოსამზადებელი კურსის" მონაწილე
- გულიკო მერებაშვილი - ფსიქოლოგი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრი; სასერტიფიკატო პროგრამა „ქცევის ანალიტიკოსის მოსამზადებელი კურსის" მონაწილე
ტრენინგის ხანგრძლივობა: 21 სთ.
ტრენინგი გაიმართება დისტანციურად zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.
ტრენინგის დაწყების დრო: 15 ივნისი
ტრენინგის ღირებულება: 200 ლარი
ტრენინგში მონაწილეობისთვის აუცილებელია აუტიზმის სპექტრის ან განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.
ადგილები შეზღუდულია.
ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: https://forms.gle/x3tdCDYzac3uoRps8
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 ივნისი
დამატებითი კითხვებით დაგვიკავშირდით: 595 69 99 91
2024