ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

Validate – ინტენსიური იდეაციისა და სტარტაპის ბუთქემფი

ახალი ამბები

23 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეწარმეობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ინტენსიური ბუთქემფსესია გაიმართა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტების სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას და სტუდენტური საწარმოების შექმნის წახალისებას.

ერთდღიან ინტენსიურ ბუთქემფზე სტუდენტები პრაქტიკული ვორკშოპებით გაეცნენ სტრატაპის შექმნის, ბიზნესის დაგეგმვის, იდეების გენერაციისა და პიჩინგის პრინციპებს.

მას გაუძღვა კორპორაციული და სამეწარმეო ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი გურპრიტ ჯაგპალი.

ბუთქემფი გაიმართა ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის" ფარგლებში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბრისტოლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

პროექტს მართავს და კოორდინირებას უწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამსახური.

ბანერები