


ვაჟები - „ოქროსთვის“, გოგონები კი „ბრინჯაოსთვის“ იბრძოლებენ
ახალი ამბები
სტუდენტ ფრენბურთელთა საქართველოს ჩემპიონატში გოგონათა 6 და ვაჟთა 13 გუნდი მონაწილეობდა. წრიული სისტემით გამართული ორთაბრძოლების შემდეგ, ჯგუფებში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ.
21 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრენბურთელმა ვაჟებმა დაძაბულ პაექრობაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხეს ანგარიშით 2:1 და ფინალში გავიდნენ, სადაც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდის მძლეველ სტუ-ს ნაკრებს შეხვდებიან. გადამწყვეტი ორთაბრძოლა 23 დეკემბერს, 17:00 საათზე, თსუ-ს სასპორტოდარბაზში გაიმართება.
ილიაუნელი ფრენბურთელი გოგონები ნახევარფინალში სტუ-ს გუნდთან დამარცხდნენ ანგარიშით 0:2 და 23 დეკემბერს, 15:00 საათზე, ბრინჯაოს მედლისთვის სპორტის უნივერსიტეტის გუნდს გაუწევენ მეტოქეობას.
გალერეა