ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

უკრაინული ენის ინტენსიური კურსი დამწყებთათვის

სემინარები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს უკრაინული ენის ინტენსიურ კურსს.

კურსს გაუძღვება უკრაინის ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის პროფესორი ალლა გოლოვნია, რომელიც 2022 წლის მაისიდან შემოუერთდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს უკრაინის სამეცნიერო საზოგადოებისადმი მხარდაჭერის მიზნით გამოცხადებული პროგრამის Ukrainian Academics at Risk ფარგლებში.

კურსის მიზანია, მსმენელებს გააცნოს უკრაინული ენის ძირითადი გრამატიკული ცნებები და სტრუქტურები, შეასწავლოს დამწყები დონისათვის საჭირო ლექსიკა, დაუხვეწოს კითხვის უნარები, რათა მათ შეძლონ კომუნიკაცია ყოველდღიურ თემებზე, პასუხების გაცემა მარტივ შეკითხვებზე და თავისუფლად იგრძნონ თავი უკრაინულენოვან საზოგადოებაში.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელები მიაღწევენ უკრაინული ენის A1 დონეს.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ კომუნიკაციას შემდეგ თემებზე:

  1. გაცნობა, მისალმება და დამშვიდობება. მოკლე საუბარი;
  2. საკუთარი თავის წარდგენა, ოჯახი, ოჯახური ურთიერთობები;
  3. გართობა, ჰობი, საკუთარი დღის აღწერა;
  4. საკვები: ხილი და ბოსტნეული, კერძები და სასმელები; კვებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები;
  5. კვება სახლსა და საჯარო ადგილებში;
  6. განთავსებასთან დაკავშირებული დეტალები: სახლი, სასტუმრო;
  7. მაღაზიაში სერვისის მიღება; ყიდვასთან დაკავშირებული დეტალები;
  8. ტრანსპორტი;
  9. პროფესიები;
  10. 24/7: დღის მონაკვეთები, კვირის დღეები, თვეები.

კურსის ვრცელი აღწერა იხილეთ დანართში.

კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. დარეგისტრირებული პირები გაივლიან გასაუბრებას შესარჩევ კომისიასთან. 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 21 მაისი.

რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3a4h8m2

კურსის ხანგრძლივობაა 8 კვირა. მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ 1.5 საათის განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სამუშაო ენა: ინგლისური

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი.

2022 წელი

ბანერები