ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

უცხო ენების სწავლების თანამედროვე მეთოდები

27 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია თემაზე "უცხო ენების სწავლების თანამედროვე მეთოდები".

ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა 100 მეტმა პედაგოგმა მიიღო, ჩატარდა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ოლოფ პალმის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით. კონფერენციას ასევე მიესალმა საქართველოში ესპანეთის ელჩი ხოსე ანტონიო ზორილა. კონფერენციაზე უცხო ენის სწავლებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თემები  განიხილებოდა: "უცხო ენის მასწავლებელთა მომზადებისა და მათი პროფესიული განვითარების ახალი ტენდენციები", "დავალებაზე ორიენტირებული მიდგომა უცხო ენის სწავლების დროს", "ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება უცხო ენის სწავლების დროს" და ა. შ.

8027მოხსენება წაიკითხეს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და დოქტორანტებმა, აგრეთვე მოწვეულმა სტუმრებმა: სერხიო ანდრეს პერესმა ( ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი ), ხუან ტომას პუიოლა ფონტსმა ( ბარსელონას უნივერსიტეტი ), იზაბელ გასკო გავილანმა, პაულინე ბარტესმა და დომინიკა მალჩევსკამ.

აღნიშნული კონფერენცია იყო პირველი პროექტი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ოლოფ პალმის საერთაშორისო ფონდს შორის. ამ სფეროში თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

ბანერები