ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ტრენინგკურსი „ვერბალური ქცევის შეფასება აუტიზმის სპექტრისა და განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებში“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გიწვევთ უნივერსიტეტის მიერ აკრედიტებულ 2-კრედიტიან (21 საკონტაქტო საათი) პროგრამაზე ვერბალური ქცევის შეფასება აუტიზმის სპექტრისა და განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებში“.

ტრენინგი განკუთვნილია:

  • ქცევითი თერაპევტებისთვის
  • ადრეული ინტერვენციის სპეციალისტებისთვის
  • ენისა და მეტყველების განვითარების სპეციალისტებისთვის

ტრენინგის მონაწილეები

  • გაეცნობიან ვერბალური ქცევის ეტაპების შეფასებისა და პროგრამების შედგენის ინსტრუმენტ VB-MAPP-ს (Verbal Behavior – Milestones Assessment and Placement Program);
  • ისწავლიან ამ ინსტრუმენტით ბავშვის შეფასებას;
  • შეფასების მონაცემებზე დაყრდნობით შეძლებენ ინდივიდუალური განმავითარებელი პროგრამის შემუშავებას.

ტრენერები:

  • თამარ გვალია, ამერიკის ბორდის მიერ სერტიფიცირებული ქცევითი ანალიტიკოსი (BCBA), საერთაშორისო ქცევითი ანალიტიკოსი (IBA), ფსიქოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი;
  • მარიამ გოჩაშვილი,სოციალური მეცნიერებები, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრი; სასერტიფიკატო პროგრამის „ქცევის ანალიტიკოსის მოსამზადებელი კურსის" მონაწილე;
  • გულიკო მერებაშვილი,ფსიქოლოგი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრი; სასერტიფიკატო პროგრამის „ქცევის ანალიტიკოსის მოსამზადებელი კურსის" მონაწილე.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 21 სთ.

ტრენინგი გაიმართება დისტანციურად zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.

ტრენინგის დაწყების დრო: 10 ივლისი (ხანგრძლივობა - 2 კვირა)

ტრენინგის ღირებულება: 200 ლარი

ტრენინგში მონაწილეობისთვის აუცილებელია აუტიზმის სპექტრის ან განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.

ადგილები შეზღუდულია.

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: https://forms.gle/Csj3c4srCzDDV5EL6

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 5 ივლისი

დამატებითი კითხვებით დაგვიკავშირდით ტელ.: 595 69 99 91

2024

ბანერები