


ტრენინგი: „საბაზისო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში“
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს რეგისტრაციას ტრენინგზე „საბაზისო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში".
ტრენინგკურსი აღიარებულია ქცევის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBAO) მიერ, რაც ნიშნავს, რომ კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გექნებათ საშუალება, ჩააბაროთ ქცევის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBAO) გამოცდა და გახდეთ ქცევის საერთაშორისო თერაპევტი (IBT).
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილე შეძლებს ქცევის გამოყენებითი ანალიზის ძირითად პრინციპებზე დაყრდნობით ნეიროგანვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვსა და მოზარდთან სუპერვიზიის ქვეშ ქცევითი თერაპიის განხორციელებას.
ტრენინგებს ჩაატარებენ ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენერები:
- სალომე მინდორაშვილი, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი; სასერტიფიკატო პროგრამის „ქცევის ანალიტიკოსის მოსამზადებელი კურსი" კურსდამთავრებული
- ანი შაყულაშვილი, განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი; სასერტიფიკატო პროგრამა „ქცევის ანალიტიკოსის მოსამზადებელი კურსის" მონაწილე;
- თათია მორჩაძე, განათლების ფსიქოლოგიის მაგისტრი; სასერტიფიკატო პროგრამა „ქცევის ანალიტიკოსის მოსამზადებელი კურსის" მონაწილე.
პროგრამა აერთიანებს თეორიულსა და პრაქტიკულ მეცადინეობებს.
ხანგრძლივობა: 6 კვირა (45 საკონტაქტო საათი)
ტრენინგის დაწყების დრო: 10 ივნისი, 2024
ღირებულება: 400 ლარი
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 5 ივნისი, 2024
ტრენინგზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე https://forms.gle/N16qdJPLZNYU3JtT7
დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით ტელ.: 595 69 99 91
2024