ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

თანამშრომლობა ინჰას უნივერსიტეტთან

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ინჰას უნივერსიტეტის (სამხრეთ კორეის რესპუბლიკა) დელეგაციასთან გლობალური განათლების პროექტების ჯგუფის დეკანის, პროფ. იუნგ ჰო კიმის ხელმძღვანელობით.

ინჰას უნივერსიტეტთან ოფიციალური თანამშრომლობა 2020 წლიდან დაიწყო და დაგეგმილია სხვადასხვა პროექტი კორეული ენის სწავლებისა და პოპულარიზაციის, ასევე საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულებით ერთობლივი პროგრამების განვითარების კუთხით.

მხარეებმა განიხილეს ერთობლივი პროექტების დეტალები და სამუშაო გეგმა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2019 წლიდან სტუდენტებს კორეული ენის კურსებს სთავაზობს. 2022 წლიდან დაგეგმილია ონლაინკურსების შეთავაზება მოსწავლეებისათვის. ამასთან 2022 წელს, კორეისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება როგორც უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტებისათვის, ასევე კორეული ენით, კულტურითა და საზოგადოებით დაინტერესებული პირებისთვის.

2021 წელი

 

ბანერები