სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, თბილისის მერიაში განცხადებების მიღება დაიწყო
ახალი ამბები
სწავლის საფასურის დაფინანსების მოსაპოვებლად მიმდინარე წლის 22 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით თბილისის მერიაში მიმდინარეობს განცხადებების მიღება - თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი მხოლოდ იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრამდე.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს სწავლა დაუფინანსდებათ სამივე აკადემიურ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა).
სწავლის დაფინანსება ხორციელდება სემესტრულად და შეადგენს სემესტრში არაუმეტეს 1 125 ლარს. დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული აკადემიური მოსწრების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე.
განცხადებები მიიღება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში (მის.: ჟ. შარტავას ქ. №7), ასევე თბილისის რაიონულ გამგეობებში არსებულ სერვისცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე: ms.gov.ge. (ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელი სპეციალური მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში).
დაფინანსების პროგრამის შესახებ დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ თბილისის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე: https://tbilisi.gov.ge/news/15067
საკონტაქტო ინფორმაცია სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის : 0 32 2 378455
საკონტაქტო ინფორმაცია მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტებისთვის: 0 32 2 378235
2026