ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სადოქტორო პროგრამა გარემოს დაცვის ფაკულტეტზე, UJEP, ჩეხეთი

ახალი ამბები

იან ევანგელისტა პურკინიეს უნივერსიტეტის (UJEP, ჩეხეთი) გარემოს დაცვის ფაკულტეტი აცხადებს მიღებას ინგლისურენოვან სადოქტორო პროგრამაზე - გარემოსდაცვითი და ბიომასალების მეცნიერებები. პროგრამები მოიცავს კლიმატის ცვლილებას, ლანდშაფტების აღდგენას, თანამედროვე მასალებს, ბიოტექნოლოგიასა და ცირკულარულ ეკონომიკას.

ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიის საშუალებით დოქტორანტებს ექნებათ შემდეგი შესაძლებლობები: ფინანსური მხარდაჭერა, ინდივიდუალური სამეცნიერო ხელმძღვანელობით სარგებლობა, საერთაშორისო კვლევით პროექტებში მონაწილეობა, თანამედროვე ლაბორატორიებზე წვდომა, სამეცნიერო მობილობების განხორციელება და საერთაშორისო სტუდენტების მხარდაჭერა.

სადოქტორო პროგრამა: გარემოსდაცვითი და ბიომასალების მეცნიერებები, ინფორმაცია იხილეთ ბმულზე​. 

პროგრამებისა და განაცხადის შესახებ დეტალური ინფორმაცია:​ გარემოს დაცვის ფაკულტეტი.

2026

ბანერები