სახელმწიფო სტიპენდიანტთა შერჩევის კრიტერიუმები განახლდა
ახალი ამბები
მნიშვნელოვანი სიახლე სტუდენტებისთვის: იცვლება სახელმწიფო სტიპენდიანტთა შერჩევის კრიტერიუმები!
2026-2027 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრიდან სახელმწიფო სტიპენდიანტთა შერჩევა განახლებული კრიტერიუმებით განხორციელდება.
ვინაიდან 2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტიპენდიანტთა შერჩევა საშემოდგომო სემესტრის შედეგებს ეფუძნება, გიზიარებთ განახლებულ პირობებს, რათა წინასწარ შეძლოთ თქვენი აქტივობებისა და აკადემიური მოსწრების დაგეგმვა.
ძირითადი კრიტერიუმები:
- ძირითადი მოთხოვნა:
- სტიპენდია ენიშნება სტუდენტს, რომელსაც წინა სემესტრში სრულად აქვს ათვისებული პროგრამით განსაზღვრული კრედიტები.
- წინა სემესტრის შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულა უნდა შეადგენდეს 91 ქულას ან მეტს.
- დამატებითი ქულების დაგროვების შესაძლებლობა: საშუალო არითმეტიკულ ქულას ემატება დამატებითი ქულები შემდეგი აქტივობების მიხედვით:
- სამეცნიერო კონფერენციები (საფაკულტეტო/დარგობრივი/საერთაშორისო):
- მოხსენების ავტორი და მომხსენებელი — თითო აქტივობა 2 ქულა (მაქსიმუმ 4 ქულა);
- თანაავტორი და თანამომხსენებელი — თითო აქტივობა 1 ქულა (მაქსიმუმ 2 ქულა).
- სასწავლო სტუდენტური აქტივობები:
- ინტელექტუალური ღონისძიება — 0.5 ქულა (მაქსიმუმ 1 ქულა);
- შემოქმედებით-კულტურული ღონისძიება — 0.5 ქულა (მაქსიმუმ 1 ქულა);
- სპორტული ღონისძიება — 0.5 ქულა (მაქსიმუმ 1 ქულა);
- იმიტირებული სასამართლო პროცესი — 1 ქულა (მაქსიმუმ 2 ქულა).
- სოციალური სტატუსი (თითოეული ჯგუფისთვის ემატება 1 ქულა):
- სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაცია (სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლები);
- შეზღუდული შესაძლებლობის ან სპეციალური საჭიროების მქონე პირი;
- მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები;
- ობოლი (უდედმამო);
- მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (4 და მეტი შვილი);
- სტუდენტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
(შენიშვნა: სოციალურად მოწყვლად ჯგუფთან კუთვნილების დადასტურება ხდება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოდან წარმოდგენილი ოფიციალური ცნობის საფუძველზე).
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წერილი
2026