ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სულხან-საბა ორბელიანის კოჰორტა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საუნივერსიტეტო კონსორციუმთან ერთად ახორციელებს ევროპულ სამაგისტრო პროგრამას ლექსიკოგრაფიაში (European Master in Lexicography, Emlex).

პროგრამის 2025 წლის გაზაფხულის სემესტრს უმასპინძლებს მინიოს უნივერსიტეტი (ბრაგა, პორტუგალია).

სულხან-საბა ორბელიანის პატივსაცემად სტუდენტთა წლევანდელ ნაკადს მისი სახელი ეწოდა.

ნაკადი აერთიანებს საქართველოს, უკრაინის, ბრაზილიის, კოლუმბიის, ინდონეზიის, შრი-ლანკის, ეგვიპტის, უნგრეთის, ბენინის, მაროკოს, კოტ-დ’ივუარის, კამერუნის, ნიგერიის, მალის სტუდენტებს.

სემესტრი დაიწყება 2025 წლის 25 თებერვალს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი თინა მარგალიტაძე, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი ნინო მატარაძე და ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე.

პროგრამის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

2025

ბანერები