ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვეყნის მასშტაბით საუკეთესოა უნივერსიტეტების საერთაშორისო საგნობრივ რეიტინგში

ახალი ამბები

2025 Times Higher Education (#THEUniRankings) მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში (SubjectRanking) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვეყნის მასშტაბით კვლავ პირველ ადგილს იკავებს. წელს უნივერსიტეტმა განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია სამ დარგობრივ რეიტინგში:

  1. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, გარდა ბიოლოგიისა (Physical Sciences) − ილიაუნი 107 ქვეყნის 1447 ინსტიტუციას შორის 601+ ადგილს იკავებს.
  2. სოციალური მეცნიერებები (Social Sciences) − ილიაუნი 100 ქვეყნის 1093 ინსტიტუციას შორის 601+ ადგილს იკავებს.
  3. სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები (Life Sciences) − ილიაუნი 98 ქვეყნის 1143 ინსტიტუციას შორის 601+ ადგილს იკავებს.

აღნიშნულ რეიტინგებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა განსაკუთრებით მაღალი შედეგი აჩვენა კვლევის ხარისხის კატეგორიაში, რომელიც საგნობრივი რანჟირების ყველაზე წონად ერთეულად ითვლება. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების რეიტინგში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევის ხარისხის მაჩვენებელი 12.9-დან გაიზარდა 14.7 ნიშნულზე.

აღსანიშნავია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოდან, რომელიც წელს Life Sciences-ის რეიტინგში მოხვდა და კვლევის ხარისხის ნიშნულით ისეთი უნივერსიტეტების გვერდითაა, როგორიც არის ბუფალოს უნივერსიტეტი (აშშ) და ჩარლზ დარვინის უნივერსიტეტი (ავსტრალია).

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.timeshighereducation.com/world-university-rankings/world-university-rankings-subject-2025-results-announced

2025

 

 

 

ბანერები