ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სტაჟირება სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის. სტაჟირების ფარგლებში, სტუდენტები ჩაერთვებიან დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში, სტაჟირების დასრულების შემდეგ კი მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს და რეკომენდაციას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2016 წლის 18 ნოემბერი

ადგილების რაოდენობა: 8 სტაჟიორი

გადაწყვეტილების მიღების ვადები:

18 ნოემბერი - რეგისტრაციის დასასრული;

25 ნოემბერი - გასაუბრების ეტაპის დასასრული;

29 ნოემბერი - პრაქტიკული დავალების ეტაპის დასასრული;

30 ნოემბერი - საბოლოო გადაწყვეტილება.

კონკურსის ეტაპები:

  • განაცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება
  • პრაქტიკული დავალება

საკონტაქტო ინფორმაცია:
ელფოსტა: student.affairs@iliauni.edu.ge
ტელ.: 032 2 22 00 09 (270)
Facebook-გვერდი: iliaunistudentaffairs

ბანერები