ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

შიდა მობილობა ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის

ახალი ამბები

  • 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი აცხადებს შიდა მობილობას 2025 წლის 1 სექტემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტთათვის პირველ დანართში მითითებულ პროგრამებზე ამავე დანართით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით;
  • 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი აცხადებს შიდა მობილობას 2025 წლის 1 სექტემბრიდან ჩარიცხულ სტუდენტთათვის მეორე დანართში მითითებულ პროგრამებზე ამავე დანართით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით;
  • შიდა მობილობის შესახებ სტუდენტთა მიერ განცხადებების დაწერის ბოლო ვადა განისაზღვროს 2026 წლის 24 ივლისის 18:00 საათის ჩათვლით;
  • სტუდენტთა მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის შიდა მობილობის შესახებ განაცხადი უნდა გაკეთდეს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა ,,არგუსი“-ს საშუალებით;
  • შიდა მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელსაც შეესაბამება მის მიერ ჩაბარებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი საგანი/საგნები იმ სტუდენტებისთვის, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ;
  • 2020-2021 სასწავლო წელს და შემდგომ ჩარიცხულმა შიდა მობილობის მსურველმა პირებმა, რომლებიც შიდა მობილობას ახორციელებენ იმ პროგრამაზე, რომელიც მესამე ან/და მეოთხე საგნად ითხოვს, იმ საგნისგან განსხვავებული გამოცდის ჩაბარებას, რომლითაც ისინი ჩაირიცხნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საჭიროების შემთხვევაში, ფაკულტეტის მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მიმღებ პროგრამაზე საჭირო მესამე ან/და მეოთხე გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ გამოცდებში მიღებული ნედლი ქულის მითითებით;
  • ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მილევად პროგრამაზე მობილობის შესაძლებლობას განსაზღვრავს ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი და დაუყოვნებლივ აცნობებს მიღებულ გადაწყვეტილებას მობილობის მსურველ პირს, რათა მან სურვილის შემთხვევაში, შეძლოს სხვა ფაკულტეტზე ან პროგრამაზე გადასვლა;
  • სტუდენტი, რომელიც ისარგებლებს მობილობის უფლებით იმ საგანმანათლებლოს პროგრამაზე, რომელიც არ შედის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალში, ვალდებულია საგანმანათლებლო პროგრამა დაასრულოს არაუგვიანეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89²¹ მუხლით შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისთვის დადგენილი საბოლოო ვადისა.
  • შიდა მობილობის შესახებ განცხადებების განხილვისა და შესაბამისი დასკვნების სტუდენტთათვის გაცნობის და მათი მხრიდან დასკვნებზე ხელმოწერის ბოლო ვადაა  2026 წლის 4 სექტემბერი;
2026

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები