პროფესორ მერაბ სვანაძის მონოგრაფია Springer-ის გამომცემლობაში
ახალი ამბები
მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამომცემლობაში Springer იბეჭდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, მერაბ სვანაძის ახალი მონოგრაფია “Mathematical Theories of Nanoporous Media: Elasticity and Thermoelasticity”.
მონოგრაფია წარმოადგენს მნიშვნელოვან სამეცნიერო ნაშრომს, რომელიც ავითარებს ნანოფოროვანი გარემოს მათემატიკურ თეორიებს, აერთიანებს დრეკადობისა და თერმოდრეკადობის თანამედროვე მიდგომებს და წარმოაჩენს მათ პრაქტიკულ მნიშვნელობას ინჟინერიის, გეომექანიკის, მასალათმცოდნეობისა და ბიომექანიკის მიმართულებებით.
Springer-ში ნაშრომის გამოქვეყნება პროფესორ მერაბ სვანაძის მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევების საერთაშორისო აღიარებაა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული კვლევების მაღალ საერთაშორისო სტანდარტსა და მნიშვნელობას.
სათაური: ნანოფოროვანი გარემოს მათემატიკური თეორიები
ქვესათაური: დრეკადობა და თერმოდრეკადობა
ავტორი: მერაბ სვანაძე
გამომცემლობა: შპრინგერი
გამოცემის სერია: მყარი სხეულის მექანიკა და მისი გამოყენებები, ტომი 289
გამოცემის თარიღი: დეკემბერი, 2026
წიგნის მოკლე აღწერა
- არაკლასიკური სასაზღვრო ამოცანების ზუსტი ანალიზი პოტენციალთა მეთოდის გამოყენებით.
- აკავშირებს მათემატიკურ თეორიებს ინჟინერიაში, გეომექანიკაში, მასალათმცოდნეობასა და ბიომექანიკაში გამოყენებასთან.
- ავითარებს დრეკადობისა და თერმოდრეკადობის ერთიან ჩარჩოს ოთხგვარი სიცარიელის მქონე ნანოფოროვანი გარემოსთვის.
წიგნი წარმოადგენს ოთხგვარი სიცარიელის მქონე ნანოფოროვანი მასალების დრეკადობისა და თერმოდრეკადობის წრფივი თეორიების ყოვლისმომცველ ჩარჩოს, ფორების ფარდობითი მოცულობის კონცეფციაზე დაფუძნებული მოდელების შემუშავებით და ამ მოდელების იმავე სტრუქტურის მქონე ხისტ სხეულებზე გავრცელებით. პოტენციალთა მეთოდისა და თანამედროვე სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა თეორიის გამოყენებით, იგი სრულყოფილად აანალიზებს არაკლასიკური სასაზღვრო ამოცანების ფართო კლასს, მათ შორის წონასწორობის, მდგრადი რხევის, ფსევდო-რხევის, კვაზი-სტატიკურ და სითბოგამტარობის ამოცანებს. ორიგინალური, აქამდე გამოუქვეყნებელი შედეგების გაერთიანებით, ნაშრომი მნიშვნელოვნად წინ წაწევს ნანოფოროვანი გარემოს მათემატიკურ საფუძვლებს და გვთავაზობს უწყვეტ გარემოთა მექანიკის ერთიან მიდგომას მნიშვნელოვანი გამოყენებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინჟინერია, გეომექანიკა, მასალათმცოდნეობა და ბიომექანიკა, განსაკუთრებით რთული ბიოლოგიური ქსოვილების მოდელირებისთვის.
ინფორმაცია წიგნის შესახებ იხილეთ ბმულზე https://link.springer.com/book/9783032349132
2026