De Gruyter Brill-მა დოქტორ ირაკლი დეკანოზიშვილის ახალი მონოგრაფია გამოსცა
ახალი ამბები
ავტორიტეტულმა საერთაშორისო გამომცემლობამ De Gruyter Brill გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევრის, დოქტორ ირაკლი დეკანოზიშვილის ახალი სამეცნიერო მონოგრაფია “The Conception of Recognition in Ethics and Political Philosophy”.
ნაშრომი იკვლევს აღიარების თეორიის მნიშვნელობას ეთიკასა და პოლიტიკის თეორიაში. ავტორი აღიარების ცნებას განიხილავს როგორც სოციალური ინტერპერსონალურობის სისტემურ მოდელს, რომელიც დემოკრატიის ნორმატიული თეორიის რეკონსტრუქციასა და ხელახლა გააზრებას უდევს საფუძვლად. მონოგრაფიაში დეტალურადაა წარმოჩენილი აღიარების თეორიის მაკონსტრუირებელი როლი სოციალური ჯგუფების, ინსტიტუციებისა და პიროვნებების ჩამოყალიბების პროცესში და ხაზგასმული მისი რელევანტურობა თანამედროვე მულტიკულტურულ საზოგადოებებში.
პუბლიკაციას ახლავს კოლუმბიის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორის, აქსელ ჰონეტის წინასიტყვაობა.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გამომცემლობის ოფიციალური ვებგვერდი: https://bit.ly/4fhzIoy
2026