


შეხვედრა გენტის უნივერსიტეტის პროფესორებთან
ახალი ამბები
20 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა პროფესორთა დელეგაციას გენტის უნივერსიტეტიდან (ბელგია).
ვიზიტი გაიმართა გენტის უნივერსიტეტის პლატფორმის Eureast ეგიდით სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების იდენტიფიცირებისა და დაგეგმვის მიზნით. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა მიმართულების პროფესორებმა და განიხილეს ორ უნივერსიტეტს შორის საგანმანათლებლო და კვლევითი თანამშრომლობის პერსპექტივები.
გენტის უნივერსიტეტთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობა აკავშირებს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრის წარმატებულ სტუდენტებს გენტის უნივერსიტეტში საზაფხულო კურსების სტიპენდიების მიღების შესაძლებლობაც აქვთ. უნივერსიტეტებს შორის კოტუტელ შეთანხმების ბაზაზე ასევე განხორციელდა ორმაგი ხარისხის სადოქტორო პროგრამა ბიოლოგიის მიმართულებით.
2025
გალერეა