ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

შემოქმედებითი ტურის რეგისტრაციის ვადები და პირობები საბაკალავრო პროგრამაზე „არქიტექტურა (ძირითადი სპეციალობა)”

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე „არქიტექტურა (ძირითადი სპეციალობა)” ჩაირიცხვისა და სწავლის გაგრძელების მსურველ პირთათვის შემოქმედებით ტურზე ელექტრონული რეგისტრაცია იწყება 14 აპრილიდან და გაგრძელდება 13 მაისის ჩათვლით.

რეგისტრაცია იწარმოებს:

  • 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საბაკალავრო პროგრამაზე „არქიტექტურა (ძირითადი სპეციალობა)” ჩარიცხვის მსურველ აბიტურიენტთათვის;
  • 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ იმ პირთათვის, რომელთაც სურთ ზემოაღნიშნული პროგრამის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძონ საბაკალავრო პროგრამაზე - „არქიტექტურა (ძირითადი სპეციალობა)”;
  • 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საბაკალავრო პროგრამაზე - „არქიტექტურა (ძირითადი სპეციალობა)” შიდა მობილობის მსურველ პირთათვის;
  • 2024-2025 სასწავლო წლამდე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთათვის, რომელთაც არ აქვთ გავლილი შემოქმედებითი კონკურსი იმ მიზეზით, რომ პროგრამაზე ჩაბარების დროისთვის აღნიშნული კონკურსი არ იყო საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დაშვების წინაპირობად და 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის წარმატებით დაასრულებენ ზემოაღნიშნულ პროგრამას და სურთ სწავლა განაგრძონ საბაკალავრო პროგრამაზე - „არქიტექტურა (ძირითადი სპეციალობა)”.

რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://forms.gle/icV9NonGhuAcKebA7

ელექტრონული რეგისტრაციისას განაცხადთან ერთად მსურველმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში

შემოქმედებითი ტურის ძირითადი ეტაპები და მოთხოვნები იხილეთ დანართში

2025

ბანერები