ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

შეფასების მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახლებური სასწავლო გარემოს ჩამოსაყალიბებლად (ASSET)

ახალი ამბები

პროექტი მიზნად ისახავს არსებული შეფასების მეთოდების გადახედვასა და გაუმჯობესებას, სწავლებისა და შეფასების ისეთი სისტემის განვითარებას, რომელიც საუკეთესოდ მიესადაგება სტუდენტების სასწავლო საჭიროებებს. პროექტის შედეგად ბენეფიციარ უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალი გადამზადდება და შეფასების ახლებური მექანიზმები ჩაშენდება სასწავლო პროგრამებში.

2018 წლის 11-12 მაისს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ASSET-ის პირველი ეროვნული შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება უმაღლეს განათლებაში რელევანტური განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების შესახებ, იმსჯელეს განხილული ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობებზე. დაიგეგმა შერჩეული ინსტრუმენტების გამოცდა თითოეულ უნივერსიტეტში.
შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ პროექტის დისემინაციის ერთიან სტრატეგიაზე და შეიმუშავეს დისემინაციის სამოქმედო გეგმა.

ბანერები