ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სემინარი „იდენტობა და კონფლიქტი: ურთიერთობათა ახლებური ხედვა ევროკავშირის სამეზობლო სივრცეში“

ახალი ამბები

სამაგისტრო საფეხურისა და ბაკალავრიატის ოცდაერთი სტუდენტი გერმანიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან მონაწილეობდა DAAD-ის მიერ დაფინანსებულ სამხრეთკავკასიელი სტუდენტების სემინარში, რომელიც 11-16 მარტს თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა.

მონაწილეთა შორის ძირითადად იყვნენ საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპის კვლევების მიმართულებების წარჩინებული სტუდენტები, რომელთა ინეტერესის სფეროა ევროკავშირისა და კავკასიის ურთიერთობა.

სემინარი სამი ბლოკისგან შედგებოდა: ინტერკულტურული კომპეტენციის განმავითარებელი სემინარი, რომლის მიზანი იყო კულტურებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა; სასწავლო ბლოკი იდენტობისა და კონფლიქტის, ასევე ევროკავშირისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის თემებზე; ჯგუფური მუშაობა სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის მოგვარების სცენარების შემუშავებაზე.

სემინარს უძღვებოდნენ ტიუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორები (uni-tuebingen.de/fakultaeten/wirtschafts-und-sozialwissenschaftliche-fakultaet/faecher/fachbereich-sozialwissenschaften/ifp/institut/lehrende/ipol/) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა  (https://faculty.iliauni.edu.ge/arts/oliver-reisner/?lang=en ) და ევროპის სემინარების, სიმულაციებისა და კონსულტირების პლატფორმის (SeminarsSimulationsConsulting (SSC) Europe (www.ssc-europe.eu)) ექსპერტებთან ერთად.

სასემინარო კვირის ბოლოს სტუდენტებმა მათ მიერ შექმნილი სიმულაციები წარმოადგინეს.

სემინარი ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა და მთლიანად DAAD-ის მიერ დაფინანსდა.

სიმულაციები შედეგები ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტის საშუალებით.

ბანერები