საზღვრებს მიღმა: კორეულ-ქართული ახალგაზრდული ბანაკი 2026
ახალი ამბები
29 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინჰასა და ილიაუნის კვლევითი ცენტრის ინიციატივით, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტისა და ილიაუნის კორეული კულტურის სტუდენტური კლუბის თანამშრომლობით გაიმართება სტუდენტური კონფერენცია, ლექცია-სემინარები და ილიაუნის სტეფანწმინდის ალპური ეკოლოგიის ინსტიტუტში მოეწყობა ბანაკი.
ღონისძიების მიზანია ქართველ და კორეელ სტუდენტებს შორის კავშირის განმტკიცება და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
30 ივნისს სტუდენტებისთვის გაიმართება დახურული ვორკშოპი უცხო ენებში და სპეციალური ლექცია ხელოვნების თემაზე. მონაწილეები გაეცნობიან სხვადასხვა ენის სპეციფიკასა და მახასიათებლებს, ჯგუფური დავალებების საშუალებით კი ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.
აუცილებელი მოთხოვნა
ინგლისური ენის B2 და კორეული ენის A1 დონეზე ცოდნა.
რეგისტრაციისას აუცილებელია უნივერსიტეტის ოფიციალური ელფოსტის მითითება.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 5 ივნისი
კანდიდატებს პასუხი ეცნობებათ არაუგვიანეს 10 ივნისისა. დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე: https://forms.gle/yvsRAu13DMMRtEASA
სამუშაო ენა: ინგლისური
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ორგანიზატორს: tamta.abuladze@iliauni.edu.ge
2026