საზღვრებს მიღმა: კორეულ-ქართული ახალგაზრდული ბანაკი 2026 – II ნაწილი
ახალი ამბები
1-3 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყაზბეგის სამეცნიერო ბაზაზე მოეწყობა კორეულ-ქართული ახალგაზრდული ბანაკის (Beyond Borders: Korean-Georgian Youth Camp 2026) მეორე, კულტურული ნაწილი.
ღონისძიება დაგეგმილია ინჰასა და ილიაუნის კვლევითი ცენტრის ინიციატივით გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტისა და ილიაუნის კორეული კულტურის სტუდენტური კლუბის თანამშრომლობით.
პროექტის მიზანი ქართველ და კორეელ სტუდენტებს შორის კავშირის დამყარება და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.
ბანაკის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთმანეთს გააცნონ და გაუზიარონ თავისი ქვეყნის კულტურა და ტრადიციები.
პროგრამა
- ქართული და კორეული კულტურის დღეები – ტრადიციული ცეკვისა და სამოსის წარდგენა, ტრადიციული თამაშების გაცნობა;
- კულინარიული ვორკშოპები – ტრადიციული კერძების ერთობლივი მომზადება და დაგემოვნება;
- კინოჩვენება და დისკუსია – ფილმების განხილვა და შთაბეჭდილებების გაზიარება;
- გასვლითი აქტივობა – ლაშქრობა გერგეთის სამების ტაძართან.
პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ბანაკში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
მსურველებმა 10 ივნისის ჩათვლით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/tvWLB8m1dCn4Yyho9
ორგანიზატორები შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან არაუგვიანეს 16 ივნისისა.
სამუშაო ენა – ინგლისური
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: tamta.abuladze@iliauni.edu.ge
2026