ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საზაფხულო სკოლა: „სამხრეთი კავკასია – კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა“

ღონისძიებები

2017 წლის 8-23 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცხრედ გაიმართება გერმანულენოვანი საზაფხულო სკოლა „სამხრეთი კავკასია: კულტურა, საზოგადოება, პოლიტიკა“. მისი ძირითადი დამფინანსებელია გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური DAAD. სკოლა მასპინძლობს 18 სტუდენტს გერმანიიდან. სკოლის ხელმძღვანელები არიან: პროფ. ქეთევან გურჩიანი, დოქტორი უვე ჰალბახი და დოქტ. ფლორიან მიულფრიდი. ლექციებს წაიკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სომხეთის და აზერბაიჯანის უნივერსიტეტების პროფესორები. სკოლის მონაწილეები შეხვდებიან არასამთავრობო ორგანიზაციების (EMC, TDI), ხელოვნების სფეროსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

 

 

ბანერები