ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სტარტაპი MFT Social Impact Award-ის ფინალისტია

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების და ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის თანამშრომელთა მიერ დაფუძნებული სტარტაპი MFT-ი Social Impact Award-ის ფინალისტ გუნდებს შორის არიან.

წელს კონკურს Social Impact Award-ზე 60-მდე განაცხადი შევიდა, მათგან დამოუკიდებელმა ჟიურიმ 6 გუნდი შეარჩია.

პროექტის ფინალისტები ორთვიან ინკუბაციას პროფესიონალ მენტორებთან ერთად გაივლიან და მოემზადებიან ფინალისთვის. პროგრამის დასასრულს გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი, რომლებიც მიიღებენ ფულად ჯილდოს და გაემგზავრებიან ახალგაზრდა სოციალურ მეწარმეთა საერთაშორისო სამიტზე გერმანიაში.

სტარტაპი MFT-MOUSE FOR TONGUE, შექმნილი შშმ პირებისთვის, შედგება ისეთი ელექტრონული კომპონენტებისგან, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს ენით უზრუნველყონ კურსორის მოძრაობა და აკონტროლონ ციფრული ინტერფეისები.

MFT-ის გუნდის წევრები არიან:

  • გიორგი ხუციძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულების სტუდენტი;
  • ცოტნე მაჭარაშვილი, თენგო ენდელაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულების სტუდენტი;

Social Impact Award 2024 ხორციელდება ეფეს საქართველო • Efes Georgia-ისა და ანადოლუ ეფესის მხარდაჭერით.

შეგახსენებთ, რომ ინოვაციური იდეების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ილიაუნის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრსა და ფაბლაბს. დამატებითი ინფორმაციისთვის: fablab@iliauni.edu.ge

ბანერები