სამუშაო შეხვედრა „ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ეთიკური გამოყენება კვლევასა და სწავლებაში“
ახალი ამბები
14 იანვარს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება სამუშაო შეხვედრა „ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ეთიკური გამოყენება კვლევასა და სწავლებაში“. შეხვედრა ორი ძირითადი საკითხის განხილვას დაეთმობა: Ethical Challenges Related to Generative AI in Research და Accountable Learning in the Age of AI: Designing Assessments for Human Responsibility.
შეხვედრას გაუძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი სტუმრები:
- პროფესორი ტომაშ ფოლტინეკი – აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ასოციაციის პრეზიდენტი;
- პროფესორი აირინ გლენდინინგი – კოვენტრის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი;
- პროფესორი შივა სუბრამანიანი – როეჰემპტონის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი;
- პროფესორი რომან გაბრელიკი – ჩარლზის უნივერსიტეტი, პრაღა, ჩეხეთი.
მომხსენებლები ისაუბრებენ იმ ეთიკურ დილემებზე, რომლებიც უკავშირდება ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებას კვლევისა და სწავლების პროცესში. განხილვა ასევე შეეხება სასწავლო კურსების ფარგლებში არსებული შეფასების სისტემის ცვლილების საჭიროებასა და წარმატებულ პრაქტიკებს.
შეხვედრა საინტერესო იქნება აკადემიური პერსონალისთვის, დოქტორანტებისთვის, მკვლევრებისთვისა და ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის, რომლებიც სასწავლო პროცესის მართვაში მონაწილეობენ.
მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://rb.gy/aqs3f3
შეხვედრა გაიმართება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში. პროექტის ძირითადი მიზანია უნივერსიტეტებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 14 იანვარი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
დასწრება თავისუფალია.
2025