ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ვიზიტი გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში

ახალი ამბები

17-20 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიაში, სადაც გამართა შეხვედრები ლიუბეკისა და ფლენსბურგის უნივერსიტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და პროფესორებთან, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები.

17 ნოემბერს პროფ. ნინო დობორჯგინიძემ DAAD-ის პრეზიდენტ, პროფესორ ჯოიბრატო მუხერჯისა და ჰუმბოლტის ფონდის პრეზიდენტ, პროფესორ რობერტ შლიოგლისთან ერთად მონაწილეობა მიიღო ლიუბეკში „მეცნიერების დიალოგი 2025“-ის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოწვევებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ.

18 ნოემბერს შეხვედრები გამართა ლიუბეკის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, დოქტორ მურიელ ჰელბიგთან, ვიცე-რექტორთან, პროფესორ კარენ კაბოსა და გამოყენებითი მეცნიერებების, ელექტრული, ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებების პროფესორებთან. გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია ტექნოლოგიის სფეროში კვლევითი პროექტების მხარდაჭერა, გერმანელ და ქართველ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შორის მობილობისა და ტექნოლოგიური მიმართულებების სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლების ორგანიზების ხელშეწყობა.

20 ნოემბერს რექტორი ეწვია ფლენსბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს, სადაც რექტორთან, პროფ. სვენ ტოდესსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით ერთობლივი კვლევითი პროექტების განვითარებას.

2025

ბანერები