


სამეცნიერო კონფერენცია ”თანამედროვე საქართველოს დაბადება”
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 10-12 ოქტომბერს უმასპინძლა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას "თანამედროვე საქართველოს დაბადება: პირველი ქართული რესპუბლიკა და მისი მემკვიდრეები 1918-2009 წწ."
კონფერენციის საზეიმო გახსნა ჩატარდა საქართველოს პარლამენტში, ხოლო ღონისძიების სამეცნიერო ნაწილმა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოინაცვლა.
კონფერენციას ორგანიზება გაუწია ეროვნული და საერთაშორისო აკადემიკოსებისა და მეცნიერების იმ ჯგუფმა, რომელისთვისაც მნიშვნელოვანია მაშინდელ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესები. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების საქართველოს ფონდი, ქართული ასოციაცია აშშ-ში, საქართველოს მთავრობა, დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, ფრიდრიხ ებერტის ფონდი.
კონფერენციაზე განიხილეს თანამედროვე საქართველოს განვითარების სხვადასხვა ეტაპები; თუმცა მთავარი თემა იყო "თანამედროვე საქართველოს მთავრობისა (გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი) და 1918-21წწ. პირველი ქართული რესპუბლიკის მთავრობის მსგავსებებისა და განსხვავებების შედარებითი ანალიზი". მოხსენებები წარმოადგინეს არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. აკადემიკოსებმა და პოლიტიკოსებმა ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: "2008 წლის აგვისტოს ომის გავლენა საქართველოსა და მსოფლიოზე", "გეოპოლიტიკის, ენერგიისა და რეგიონალური ძალაუფლების როლი საქართველოს საგარეო პოლიტიკაში", "ევროპის როლი საქართველოში 1921 - 2009".
პირველი და დღევანდელი რესპუბლიკები დაკავშირებული არიან ერთმანეთთან ისტორიით, კულტურითა და გეოგრაფიით. არსებობს მნიშვნელოვანი გაგრძელებები, პარალელები და განსხვავებები, რომლებიც გამოკლვლეული უნდა ყოს აკადემიური წრეებისა და სპეციალისტების მიერ, რათა საქართველოს ისტორიის ნაკლებად ცნობილი პერიოდი ცნობილი გახდეს ქართული საზოგადოებისთვის. - სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცისაა, რომელიც ჩატარდა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და რუსთაველის ფონდის ინიციატივითა და მხადაჭერით.