


სამეცნიერო კონფერენცია ”ჩარლზ დარვინის თეორია და თანამედროვე აზროვნება”
21 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარლზ დარვინის დაბადებიდან 200 და "სახეობათა წარმოშობის" გამოქვეყნებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2009 დარვინის წლადაა გამოცხადებული. 1859 წლის 24 ნოემბერს გამოქვეყნდა დარვინის წიგნი "სახეობათა წარმოშობა". სწორედ ამ თარიღს დაამთხვია ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დარვინის იუბილეს აღნიშვნა. დარვინის ნაშრომმა - "სახეობათა წარმოშობა" - უდიდესი გავლენა მოახდინა ევროპული აზროვნების განვითარებაზე. დარვინის თეორიით დაიწყო ახალი ერა ბიოლოგიაში.
კონფერენციაში მონაწილებდნენ როგორც ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე ივანე ჯავახიშვილს სახელმწიფო უნივერსიტეტის, პალეონტოლოგიის და ზოოლოგიის ინსტიტუტების პროფესორები.