საერთაშორისო ვორკშოპი ილიაუნიში - კვლევითი მონაცემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის აქტუალური საკითხები გერმანიაში
ახალი ამბები
13 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტის Ethics ფარგლებში გაიმართა დოქტორ ივ ვინსენტ გროსმანის ვორკშოპი „კვლევითი მონაცემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის აქტუალური საკითხები გერმანიაში“ (Current Discussion on Research Data and Research Software in Germany).
ვორკშოპში მონაწილეობა მიიღეს პროექტის მონაწილე სხვადასხვა უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენლებმა.
ღონისძიებაზე დოქტორმა ივ ვინსენტ გროსმანმა, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის კვლევითი მონაცემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გუნდის ხელმძღვანელმა, მონაწილეებს გაუზიარა გერმანიის გამოცდილება კვლევითი მონაცემების მართვის, თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებისა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კვლევითი მონაცემების მართვის თანამედროვე მიდგომებს, მონაცემთა სერვისების მდგრადობას, მონაცემთა სტიუარდების როლს, მონაცემთა წიგნიერებას, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, კვლევის რეპროდუცირებადობასა და ღია მეცნიერების განვითარების შესაძლებლობებს.
ღონისძიება მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო გამოცდილების გაზიარების, პროფესიული დიალოგისა და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
შეხვედრაზე გამოიკვეთა სამომავლო ერთობლივი პროექტების ინიციირებისა და შესაბამისი პროცესების დაგეგმვის შესაძლებლობები, რომლებიც ხელს შეუწყობს კვლევითი მონაცემების მართვის პრაქტიკის გაუმჯობესებასა და თანამედროვე კვლევითი სისტემების განვითარებას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დოქტორმა ივ ვინსენტ გროსმანმა დაადასტურა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი სისტემებისა და თანამედროვე მიდგომების დანერგვის პროცესში, მათ შორის გამოცდილებისა და ექსპერტული ცოდნის გაზიარების გზით.
მსგავსი საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის უნივერსიტეტებში კვლევითი ინფრასტრუქტურის გაძლიერების, ინოვაციური სერვისების განვითარებისა და ღია მეცნიერების პრინციპების დანერგვისთვის.
ვორკშოპი გაიმართა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში. პროექტის ძირითადი მიზანია უნივერსიტეტებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება.
2026
გალერეა