ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ზოოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი ნინო ქაჩლიშვილი პასკალის პრემიით დაჯილდოვდა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი ნინო ქაჩლიშვილი პასკალის პრემიით დაჯილდოვდა საერთაშოროსო სამეცნიერო ჟურნალში სტატიის The complete mitochondrial genome of the widespread freshwater limpet Ferrissia californica გამოქვეყნებისთვის.

გამოცემა: Taylor & Francis (2025) – MITOCHONDRIAL DNA PART B  საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი. 0.7 იმპაქტ-ფაქტორით. ჟურნალის ძირითადი თემებია გენეტიკა, მოლეკულური ბიოლოგია და მიტოქონდრიული კვლევები.

აბსტრაქტი

სტატიაში აღწერილია მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული ჩრდილო-ამერიკული მტკნარი წყლის ლიმპეტის Ferrissia californica-ს (Rowell, 1863) (Gastropoda: Hygrophila: Planorbidae) მიტოქონდრიული გენომი. კვლევის მიზანი იყო ამ სახეობის საქართველოში შეგროვებული ინდივიდების მიტოქონდრიული გენომის დასექვენირება და ანოტირება.

მიტოქონდრიული გენომის სიგრძეა 13 526 bp და იგი შეიცავს 13 ცილამაკოდირებელ, 2 რიბოსომული რნმ-ისა და 22 სატრანსპორტო რნმ-ის გენს. სხვა მუცელფეხიანი მოლუსკების მიტოქონდრიულ გენომებთან შედარებამ Ferrissia californica-ს გენების ორგანიზაციაში განსხვავებები გამოავლინა. Planorbidae-ს და Lymnaeidae-ს ოჯახების რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად 12 ცილამაკოდირებელი გენის საფუძველზე ჩატარებულმა ფილოგენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ Ferrissia californica და Laevapex fuscus (C.B. Adams, 1840) ერთმანეთის მონათესავე და-ტაქსონებს წარმოადგენენ.

სტატია იხილეთ ბმულზე: https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC12001849/

2026

ბანერები