ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საერთაშორისო მობილობა ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში

ახალი ამბები

დაიწყო განაცხადების მიღება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის.

მობილობა შესაძლებელია ერთი ან ორი სემესტრით 40-ზე მეტ ევროპულ უნივერსიტეტში.

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა, დაფინანსებული მობილობის შემთხვევაში, ფარავს მგზავრობის ხარჯებს და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნის შესაბამისად.

მიმდინარე კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: 

საკონტაქტო ინფორმაცია

ილიაუნის საგარეო ურთიერთობების სამსახური

➳ ჩოლოყაშვილის 3/5, ოთახი E208
☏ 995 322 220009-367
✉ erasmusplus@iliauni.edu.ge

ბანერები