


საჯარო ლექციების სერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
21 - 24 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა საჯარო ლექციების სერიის ფარგლებში უმასპინძლა - საქართველოს სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს, მთავარი პროკურორის პირველ მოადგილეს დავით საყვარელიძეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი პროკურატურის აპარატის უფროსს ირაკლი კოტეტიშვილსა და უშიშროების საბჭოს მდივანს ეკა ტყეშელაშვილს.
თითოეულმა მათგანმა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სტუდენტებისთვის წაიკითხეს საჯარო ლექციები: " ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობა საქართველოში" - გიორგი ტუღუში; "პროკურატურის რეფორმა საქართველოში" - დავით საყვარელიძე, "საჯარო სამსახურის რეფორმა საქართველოში" - ირაკლი კოტეტიშვილი ; "ძალის გამოყენება საერთაშორისო სამართალში" - ეკა ტყეშელაშვილი.
საჯარო ლექციები სამართლის სპეციალობის მეორე-მესამე კურსის სტუდენტებმა მოისმინეს, შესაბამისად, მომხსენებლებსა და მომავალ სპეციალისტებს შორის საინტერესო დისკუსია გაიმართა.