ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საბაზისო განათლების პორტალი – ინოვაციური საგანმანათლებლო რესურსები მასწავლებლებისა და სკოლის ლიდერებისთვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ წვდომას პორტალზე – https://chemiskola.iliauni.edu.ge/  რომელიც უზრუნველყოფს დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისა და სკოლის ლიდერებისათვის განკუთვნილი მრავალენოვანი საგანმანათლებლო რესურსების ხელმისაწვდომობას.

პლატფორმა ხელმისაწვდომია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

პორტალზე წარმოდგენილია სხვადასხვა სასწავლო კურსი, მათ შორის:

  • კლასის მართვა და საკლასო გარემო;
  • მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება;
  • რეფლექსიური სწავლება და აღწერილობითი უკუკავშირი;
  • განმავითარებელი შეფასება;
  • პოზიტიური სასწავლო გარემო და კლასის მართვა;
  • განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის;
  • ინკლუზიური განათლების საფუძვლები სპეციალური განათლების მასწავლებლებისთვის;
  • ინკლუზიური განათლების საფუძვლები დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის.

გარდა ამისა, პლატფორმა უზრუნველყოფს რესურსებით უზრუნველყოფას როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მათემატიკის, სპეციალური განათლების მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორებისათვის.

საგანმანათლებლო რესურსები შემუშავებულია USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში და განკუთვნილია პრაქტიკული გამოყენებისთვის, რათა ხელი შეუწყოს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას. პროგრამის შემდგომ განვითარებასა და მხარდაჭერას უზრუნველყოფს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

რესურსებზე წვდომისთვის აუცილებელია რეგისტრაცია. არსებული ანგარიშის შემთხვევაში პაროლის დავიწყებისას შესაძლებელია აღდგენის ფუნქციის გამოყენება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ პორტალის ადმინისტრაციას ელექტრონული ფოსტით: chemiskola@iliauni.edu.ge

2025

ბანერები