ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად მეორე ვადით პროფესორი ნინო დობორჯგინიძე აირჩიეს

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 2 თებერვლის სხდომის გადაწყვეტილებით უნივერსიტეტის რექტორად მეორე ვადით პროფესორი ნინო დობორჯგინიძე აირჩიეს.

ნინო დობორჯგინიძე ლინგვისტიკის დოქტორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი დაარსების დღიდან მუშაობს. მისი ვრცელი ბიოგრაფია ხელმისაწვდომია ბმულზე.

კონკურსი რექტორის ასარჩევად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ 2025 წლის 19 დეკემბერს გამოაცხადა.

ნინო დობორჯგინიძე უნივერსიტეტს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

2026

ბანერები