ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის შემოქმედებითი ტური - მეორე ეტაპი

ახალი ამბები

3 თებერვალს  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის შიდა და გარე მობილობის მსურველ სტუდენტთათვის გამართავს არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის შემოქმედებითი ტურის მეორე ეტაპს უნივერსიტეტის H კორპუსში.

გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყება 10:45 საათზე.

გამოცდა დაიწყება 11:00 საათზე და გაგრძელდება 2 საათი და 30 წუთი.

სტუდენტმა თან უნდა იქონიოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • შემოქმედებითი ტურის პირველ ეტაპზე გაგზავნილი ნამუშევრების ორიგინალები;
  • სახატავი საშუალებები: ფანქარი, საშლელი, სათლელი (ადგილზე მათ გადაეცემათ A3 ფორმატის ქაღალდი და სახატავი დაფა).

სტუდენტები კომისიისგან მიიღებენ წინასწარ განსაზღვრულ შემოქმედებით დავალებას.

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45

2026

ბანერები