ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის უფლების მქონე პირთათვის

ახალი ამბები

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 24 სექტემბრის ბრძანების (MES 0 25 0001216909) საფუძველზე განისაზღვრა იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან და მიიღებენ დაფინანსებას.

აღნიშნულთა შორის არიან:

  • პირები, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აღიარა დადგენილი წესით;
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების არარსებობის გამო არ ჰქონდათ სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) მოქმედ სკოლაში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრაცია შესაძლებელია 25-29 სექტემბერს  (შაბათ-კვირის გარდა).

რეგისტრაცია შესაძლებელია მისამართებზე:

  • მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი – ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A303
  • სამართლის სკოლა – ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A407
  • ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი – ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, ოთახი E302

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • საქართველოს მოქალაქეობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზ.);
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის).
  • ერთი ფოტოსურათი (ზომა 3x4) და ელექტრონული ვერსია (CD-ზე);
  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლებაზე.

დამატებითი პირობები:

  • 18 წლამდე ასაკის აბიტურიენტს რეგისტრაციისას უნდა ახლდეს კანონიერი წარმომადგენელი შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტებით;
  • საჭიროების შემთხვევაში, ინგლისური ენის დონის დასადგენად ტესტი ჩატარდება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე;
  • უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადაა  29 სექტემბერი.

2025

 

ბანერები