ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ქრისტინე მარგველაშვილი პოლიტიკის კვლევის ევროპული კონსორციუმის გენერალურ კონფერენციაზე

ახალი ამბები

4-დან 7 სექტემბრის ჩათვლით ქრისტინე მარგველაშვილი მონაწილეობდა პოლიტიკის კვლევის ევროპული კონსორციუმის (ECPR) გენერალურ კონფერენციაში, რომელიც ქალაქ ვროცლავში (პოლონეთი) გაიმართა. 

ECPR-ის კონფერენცია დღემდე ევროპაში პოლიტიკის მეცნიერების ყველაზე დიდი ყოველწლიური შეხვედრაა, რომელიც 2000-მდე მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. აკადემიური პროგრამა შედგებოდა 500-მდე პანელისა და 70-მდე სექციისგან, რომლებიც პოლიტიკური მეცნიერების მრავალ თემას მოიცავდნენ. დამატებითი ინფორმაცია აკადემიური პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხ.  ბმულზე: https://ecpr.eu/Events/AcademicProgramme/SectionList/123 

ქრისტინე მარგველაშვილმა წარადგინა მოხსენება „დესეკულარიზაცია მართლმადიდებელ ევროპაში: მიზეზები და შედეგები“ სექციის „რელიგია და პოლიტია სეკულარულ დროებაში: პატერნები, დინამიკა და შედეგები“ ფარგლებში. ლექცია, რომლის ორგანიზატორი იყო პოლიტიკის კვლევის ევროპული კონსორციუმის რელიგიისა და პოლიტიკის სამუშაო ჯგუფი,  შედგებოდა რვა პანელისგან. ქრისტინე როგორც სამუშაო ჯგუფის, ასევე თვითონ კონსორციუმის აქტიური წევრია. მისი მოხსენება ეხებოდა დესეკულარიზაციის პროცესს მართლმადიდებელი ევროპის ქვეყნებში, რა როლს თამაშობს ნაციონალიზმი ამ პროცესში და რა გავლენას ახდენენ ეროვნული მართლმადიდებელი ეკლესიები პოლიტიკური ტრანსფორმაციის პროცესებზე. კვლევა იყენებს თვისებრივი შედარებითი ანალიზის მეთოდს და შედარებისთვის ირჩევს ოთხს მართლმადიდებელ ქვეყანას. 

აკადემიური პორგრამის გარდა გაიმართა საინტერესოდ დატვირთული პლენარული სესია, მრგვალი მაგიდები ბრეგზიტისა და გენდერული თანასწორობის შესახებ. პლენარულ ლექციაზე გრჟეგორჟ ეკიერტმა (ჰარვარდის უნივერსიტეტი) ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის თანამედროვე გამოწვევებზე პოლონეთში. კონფერენციაზე მკვლევრები შეხვდნენ ისეთი გამომცემლობებსა და ჟურნალების რედაქტორებს, როგორებიცაა: Palgrave Macmillan, Routledge Taylor & Francis Group, Wiley, Edinburg University Press და სხვ. 


ბანერები