ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ქცევის გამოყენებითი ანალიზის სასერტიფიკატო კურსი ქცევის ანალიტიკოსის მოსამზადებლად

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი ქცევის ანალიზის პრაქტიკოსებისა და ყველა იმ სპეციალისტისთვის, რომელთაც ქცევის ანალიზის მიმართულებით სურთ ცოდნის გაღრმავება, აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე „ქცევის გამოყენებითი ანალიზი“.

პროგრამა აღიარებულია ქცევის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBAO) მიერ.

6 მოდულისგან შედგენილი სრული პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში პროგრამის მონაწილე მიიღებს ქცევის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ქცევის ანალიტიკოსის საფეხურის შესაბამის თეორიულ ცოდნას.

პროგრამა განკუთვნილია მაგისტრის ხარისხის მქონე სპეციალისტებისა და მათთვის, ვინც სწავლობს სამაგისტრო საფეხურის პროგრამებზე.

ტრენინგი ჩატარდება ონლაინ.

სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის ოქტომბერი

ერთი მოდულის საშუალო ხანგრძლივობა: 10 კვირა (45 საათი); სწავლის საფასური თითოეულ მოდულზე 600 ლარია.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე https://forms.gle/oTWmQTcrWZp1VzuE6

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 577 389 435

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 5 ოქტომბერი

2024

ბანერები