ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პროფესორ თინათინ კახნიაშვილის ვიზიტი გიოტინგენის გეორგ აუგუსტის უნივერსიტეტში

ახალი ამბები

პროფესორ თინათინ კახნიაშვილის ვიზიტი გიოტინგენის (გერმანია) უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთობლივი სადოქტორო პროგრამის ფარგლებით გათვალისწინებული თანამშრომლობის გასაღრმავებლად და დაგეგმილი სადოქტორო პროექტის განსავითარებლად. 

გიოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორმა იენს ნიმაიერმა ერთობლივი სადოქტორო პროგრამის მონაწილე დოქტორანტ სალომე მჭედლიძესთან ერთად უმასპინძლა ასევე მკვლევრებს, რომლებიც პროფ. თინათინ კახნიაშვილთან თანამშრომლობენ. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო სალომეს სადოქტორო თემის განხილვა და სამუშაოს დაგეგმვა. თინათინ კახნიაშვილმა წაიკითხა მოხსენება პირველადი მაგნიტური ველების შესახებ, რასაც მოჰყვა საინტერესო დისკუსია სხვადასხვა კოსმოლოგიური სამეცნიერო საკითხის შესახებ. 

პროფესორებმა – თინათინ კახნიაშვილმა და იენს ნიმაიერმა გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სადოქტორო სკოლით გათვალისწინებულ სამომავლო ღონისძიებებსა თუ სამეცნიერო საქმიანობაში. პროფესორი ნიმაიერი მოხარულია ქართულ მხარესთან თანამშრომლობით და იმედოვნებს საერთაშორისო სადოქტორო სკოლის სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარებას. 

ბანერები