ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პრაქტიკული სემინარი „სამეცნიერო წყაროებთან მუშაობა“ დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა და აკადემიური წერის ცენტრი სთავაზობს დოქტორანტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს პრაქტიკულ სემინარს სამეცნიერო წყაროებთან მუშაობის შესახებ.

ხუთსაათიანი სემინარის ძირითადი მიზანია აკადემიური წერის იმ სპეციფიკური ასპექტების გაცნობა, რომლებიც მნიშვნელოვანია დოქტორანტებისთვის ნაშრომის წერის პროცესში. უფრო კონკრეტულად, სემინარის მონაწილეები შეისწავლიან და პრაქტიკული სამუშაოს შესრულების შედეგად დახვეწენ უნარს, თუ როგორ შეძლონ, ერთი მხრივ, გამოხატონ თავიანთი იდეები, წარმოადგინონ საკუთარი პოზიცია და ინდივიდუალური წვლილი და, მეორე მხრივ, აჩვენონ, თუ რამდენად კარგად იცნობენ, ესმით და აანალიზებენ მათ საკვლევ სფეროში არსებულ დაგროვილ სამეცნიერო ცოდნას.

სემინარის (წინასწარი) სამუშაო გეგმა შეიცავს შემდეგ საკითხებს:

  1. წყაროებზე მუშაობა: როგორ უნდა მოხდეს სამეცნიერო წყაროდან საჭირო მასალის სწორად წარმოდგენა, ასევე მისი გადამუშავება, გავრცობა (მაგალითად, პარაფრაზირება და შეჯამება).
  2. წყაროების მასალის ინტეგრირება თეზისის ტექსტში შესაბამის დარგში გამოყენებული ციტირების სტილის სრული გათვალისწინებით:
    • წყაროების მითითება ტექსტში და ტექსტის გარეთ
    • ბიბლიოგრაფიისა და წყაროების მითითების სიის შედგენა
    • სქოლიოებთან მუშაობა და მათი წარმოდგენა თეზისში
    • ციტირების სწორი და ეფექტური გამოყენება
  3. აკადემიური პატიოსნება და პლაგიატის ტიპები

სემინარის მონაწილეებს მიეცემათ ყველა განხილული ასპექტის შესაბამისი პრაქტიკული სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა.

სემინარის დასრულების შემდეგ დასწრების სერტიფიკატი გაიცემა ყველა მონაწილეზე.

ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, C კორპუსი, C 310 აუდიტორია

თარიღი და დრო: ოთხშაბათი, 29 იანვარი, 2020; 11:00-17:00

სემინარის ხელმძღვანელი: პროფ. მაია როგავა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესსკოლა; აკადემიური წერის ცენტრის დირექტორი)

სამუშაო ენა: ინგლისური

მონაწილეთა რაოდენობა: 20

რეგისტრაცია: წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულოა და მოქმედებს პრიორიტეტის პრინციპი. სარეგისტრაციო ვადის ბოლო დღეა 27 იანვარი, 2019, 18:00 საათი. გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ონლაინსარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით: https://forms.gle/hDEjY9h5F1cqs2x99

ბანერები