ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პორტატული კომპიუტერები 30 საუკეთესო ახალ მაგისტრანტს

1ხუთშაბათს, 14 იანვარს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 30 საუკეთესო მაგისტრანტის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა სპეციალობის 30 მაგისტრანტს "ბაზისბანკმა" პორტატული კომპიუტერები გადასცა საჩუქრად. დაჯილდოვდნენ ის სტუდენტები, რომლებიც მაღალი რეიტინგით ჩაირიცხნენ მაგისტრატურაში. სტუდენტებისათვის კარგი სასწავლო პირობების შექმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ერთერთი პრიორიტეტია, რამდენადაც უნივერსიტეტი კვლევებსა და ახალი ცოდნის შექმნაზეა ორიენტირებული.

დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგი თევზაძე და "ბაზისბანკის" გენერალური დირექტორი, ზურაბ ციხისთავი, რომელმაც პირადად გადასცა პორტატული კომპიუტერები საუკეთესო მაგისტრანტებს.

4

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და "ბაზისბანკის" პირველი ერთობლივი პროექტი. "ბაზისბანკი" ყოველწლიურად აფინანსებს ფიზიკა-მათემატიკის სპეციალობის წარჩინებული მაგისტრების სწავლის საფასურს; ამასთანავე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და "ბაზისბანკს" შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, "ბაზისბანკს" ვალდებულება აქვს აღებული უნივერსიტეტის სტუდენტების სტაჟირებასა და დასაქმებაზე.

 

ბანერები