ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პირველკურსელების მიღების ცერემონია – Welcome Party 2022

ახალი ამბები

24 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელების მიღების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიება გახსნა და ახალწვეულებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება მიულოცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნინო დობორჯგინიძემ.

რექტორმა, დეკანებმა და სკოლების ხელმძღვანელებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებული პირველკურსელები 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერებით დააჯილდოვეს.

ვაუჩერით დაჯილდოვდნენ:

  • ნინო ყრუაშვილი, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტი, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლას ფსიქოლოგიის მიმართულებით განაგრძობს;
  • ვუსალი ახმედოვი, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სკალირებული ქულებით ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტი, რომელიც სწავლას განაგრძობს ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამაზე აზერბაიჯანულენოვანთათვის;
  • გიორგი ტურაშვილი, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტი, რომელიც სწავლას ეკოლოგიის მიმართულებით განაგრძობს;
  • ლუკა მარტაშვილი, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით მედიცინის სკოლის ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტი;
  • ლიზი კაპანაძე, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის, ასევე ბიზნესის სკოლის ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტი, რომელიც სწავლას საბანკო და საფინანსო საქმის მიმართულებით განაგრძობს;
  • თათული ბლიაძე, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით განათლების სკოლის ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტი, რომელიც დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიას დაეუფლება;
  • ვაჟა საგინაძე, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ტექნოლოგიის სკოლის ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტი, რომელიც ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე ისწავლის;
  • გიორგი მიქელაშვილი, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით სამართლის სკოლის ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტი.

სმიტონის ფონდის პირობებიანი სასტიპენდიო ვაუჩერით, რომელიც მაღალი აკადემიური მოსწრების შენარჩუნების შემთხვევაში სრულ 4-წლიან დაფინანსებას გულისხმობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის სამოქალაქო ინჟინერიის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე, დაჯილდოვდნენ:

  • ნინო მაჩაიძე – სმიტონის ფონდის საკვალიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარებისთვის;
  • ანდრია ბეჭვაია – სმიტონის ფონდის საკვალიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარებისთვის;
  • ალექსანდრე რაზმაძე – სმიტონის ფონდის საკვალიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარებისთვის.

დაჯილდოების შემდეგ Bedford Falls-ის ლაივი გაიმართა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს თითოეულ პირველკურსელს ცხოვრების ახალ ეტაპს და უსურვებს წარმატებასა და საინტერესო სტუდენტურ ცხოვრებას.

2022 წელი

 

ბანერები