ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ონლაინსემინარი MEDIATS პროექტის ფარგლებში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ მონაწილეობა მიიღო 2020 წლის 2 ივნისს ERASMUS+ პროექტის MEDIATS: Training and Society Transformation ფარგლებში გამართულ ონლაინსემინარში, რომლის მიზანი იყო პროექტის მონაწილე პარტნიორი ქვეყნების მიერ შექმნილი მედიაციის სამაგისტრო პროგრამების/მოდულის პრეზენტაცია. 

სემინარზე ჩატარებული პრეზენტაციები შეეხო ორ საკითხს: 1) მედიაციას პარტნიორ ქვეყნებში – ამ თემაზე ისაუბრა სამართლის სკოლის მოწვეულმა პედაგოგმა უჩა ძიმისტარიშვილმა. მან მონაწილეთ გააცნო მედიაციის განვითარების მიმართულებით საქართველოში არსებული სიახლეები; 2) სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა და კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, დავით მაისურაძემ პარტნიორებს წარუდგინა კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში შექმნილი მედიაციის 60-კრედიტიანი მოდული. 

სემინარში ასევე მონაწილეობდნენ სამართლის სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი კონსტანტინე ჩოკორაია და კურიკულუმის ექსპერტი სალომე გაგნიძე (ონლაინ სემინარის ბმული იხილეთ აქ: https://www.youtube.com/watch?v=dXHT3pRFjaA&feature=youtu.be). 


შეგახსენებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ჩართულია ERASMUS+ პროექტში “MEDIATS: Training and Society Transformation”.
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და მისი მთავარი მიზანია მედიაციის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობა პროექტის მონაწილე პარტნიორ ქვეყნებში. პროექტის ფარგლებში სამართლის სკოლა კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამაში ქმნის  60-კრედიტიან მედიაციის მოდულს, რომლის წარმატებით გავლის შემდგომ სტუდენტებს დიპლომთან ერთად გადაეცემათ სერტიფიკატი. პროექტით ასევე გათვალისწინებულია სტუდენტთა სტაჟირება პარტნიორ ქვეყნებში (დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ
აქ: https://mediatsproject.wixsite.com/mediats).

ბანერები