ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ნინო დობორჯგინიძის საჯარო ლექცია ყვარლის ევროკლუბში

ახალი ამბები

18 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე ყვარლის ევროკლუბს ესტუმრა და ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „განმანათლებლობა, როგორც სამოქალაქო მოძრაობა, მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში“.

ლექცია გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების ინიციატივითა და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.

ნინო დობორჯგინიძემ ისაუბრა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანმანათლებლო ინიციატივებსა და მათში საზოგადოების წევრ ქალთა განსაკუთრებული როლზე.

მოხსენებაში წარმოდგენილი იყო ამ პერიოდში სამოქალაქო აქტივიზმის, წევრობაზე დაფუძნებული თვითორგანიზების არაერთი დღემდე უცნობი ისტორია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე კვლევის შედეგები საზოგადოების წევრ ქალთა როლის შესახებ სასკოლო-საგანმანათლებლო და საბიბლიოთეკო საქმიანობაში, ადგილობრივი ორგანიზაციების დაფუძნებასა და მართვაში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მომზადებული ციფრული პროექტის „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ ბაზაზე“ დაყრდნობით (https://society.iliauni.edu.ge/) ნაჩვენები იქნა განმანათლებელ ქალთა როლი მეცხრამეტე საუკუნის დიდ ეროვნულ პროექტში.

2023 წელი

 

ბანერები