


მუსიკალური ჯგუფი - ”სტუმარის” ახალი ალბომის პრეზენტაცია
13 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუსიკალურმა ჯგუფმა "სტუმარი" საახალწლო კონცერტი და ახალი ალბომის პრეზენტაცია გამართა. ახალი ალბომი სახელწოდებით "დილა" ჯგუფ "სტუმარის" მეორე ალბომია; ხოლო კომპოზიციების პირველი ნაკრები - "ბეწვის ხიდი" დაახლოებით 6 - 7 წლის წინ გამოუშვეს.
ახალ ნამუშევარში შესულია ცამეტამდე კომპოზიცია, რომელთა უმრავლესობა მუსიკოსებმა პრეზენტაციაზე შეასრულეს. ჯგუფში "სტუმარი" ხუთი წევრია: დავით ხოსიტაშვილი ( გიტარა, ჩონგური ), ნინო ჯანჯღავა ( ვოკალი, ფლეიტა, სინთეზატორი ), მარინა ჯანჯღავა (ვიოლინო),თამუნა მირიანაშვილი (კონტრაბასი), ნოდარ მანჩხაშვილი ( დასარტყამი ინსტრუმენტი ). როგორც თავად მუსიკოსები ამბობენ, მათი შემოქმედება კონკრეტული ჟანრის კუთვნილება არაა, იგი უფრო ქართულ ფოლკზე დამყარებული ჯაზ-კლასიკაა. ახლო მომავალში ჯგუფი "სტუმარი" მასშტაბურ კონცერტებს გეგმავს.