


მიღება ტრენინგზე „კომუნიკაციის, ქცევისა და ფუნქციური უნარ-ჩვევების კურიკულუმი „ცხოვრებისთვის აუცილებელი““ − EFL
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გიწვევთ ტრენინგზე „კომუნიკაციის, ქცევისა და ფუნქციური უნარ-ჩვევების კურიკულუმი „ცხოვრებისთვის აუცილებელი““ – EFL.
შეფასების ინსტრუმენტ EFL-ით ფასდება ფუნქციური უნარები აუტიზმის სპექტრისა და განვითარების სხვა დარღვევების მქონე ბავშვებში.
ტრენინგის მიზანია მსმენელებს გადასცეს თეორიული ცოდნა ფუნქციური უნარების შესაფასებელი ინსტრუმენტის შესახებ, ასწავლოს ალტერნატიული კომუნიკაციის მეთოდის შერჩევის გზები, ასევე აღნიშნული ინსტრუმენტის გამოყენებით უნარების შეფასება და პროგრამის გაწერა.
ტრენინგს ჩაატარებს ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ტრენერი, ფსიქოლოგიის მაგისტრი, რეგისტრირებული ქცევითი ტექნიკოსი ანა წურწუმია.
ტრენინგის დაწყების დრო: 9 ნოემბერი, 2024 წ.
მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 16
ტრენინგში მონაწილეობისთვის აუცილებელია გავლილი გქონდეთ ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსი, ასევე სასურველია გავლილი გქონდეთ შეფასების ინსტრუმენტი ABLLS ან/და VB-MAPP.
ტრენინგის ღირებულება: 250 ლარი
რეგისტრაციისთვის გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე https://forms.gle/QFfcnz7koiwbV1PZ9
დამატებითი კითხვებით დაგვიკავშირდით ტელ.: 595 69 99 91
2024