


მიღება აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულზე
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს მიღებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება No68/ნ-ით დამტკიცებულ „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულზე“.
2021 წლიდან ილიაუნი ამ მოდულის ოფიციალური მიმწოდებელია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კონკურსის საფუძველზე.
ტრენინგს გამართავენ კონკურსით გამოვლენილი ტრენერები, ადრეული განათლების სპეციალისტები.
ტრენინგი ჩატარდება როგორც ონლაინ zoom-ის პლატფორმის საშუალებით, ასევე პირისპირ.
მიღებული სერტიფიკატი ოფიციალურად აღიარებულია და დაეხმარება პირს აღმზრდელ-პედაგოგად მუშაობის დაწყებაში.
ტრენინგ-მოდული მოიცავს 66 საკონტაქტო საათს.
მისი მიზანია აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება და პროფესიული განვითარება.
პროგრამის ძირითადი თემები:
- ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მნიშვნელობა და ძირითადიპრინციპები;
- ბავშვის აღზრდისა და განათლების სტანდარტები;
- ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გარემოსა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის სტანდარტი.
ლექციები გაიმართება დეკემბრიდან სამუშაო დღეებში დისტანციურად ან პირისპირ.
ცხრილი იხილეთ ლინკზე: https://shorturl.at/doDFZ
მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ბმულზე: https://forms.gle/FXWNH4cSQYMcNc5C8
კურსზე სწავლის საფასური: 450 ლარი
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ.: 595 69 99 91
2024